понедельник, 17 ноября 2014 г.

რეფლექსია მერვე დღე

 დავასრულეთ პროექტის გეგმა და  გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია 

რეფლექსია მეშვიდე დღე

  გავეცანით მეშვიდე მოდულს–როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები,  როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ წარმატებული პროექტი,გადავხედეთ ჩვენ მიერ შექმნილ პორტფოლიოს და პორტფოლიოს ჩეკლისტის მიხედვით შევაფასეთ. მომდევნო ტრენინგისთვის დასრულებული უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ნამუშევალი და უნდა მოვემზადოთ საპრეზენტაციოდ.

რეფლექსია მეექვსე დღე

 მექვსე დღეც , როგორც ყველა, საინტერესო აღმოჩნდა. ვისწავლეთ, როგორ ავტვირთოთ ბლოგზე ბუკლეტი, პრეზენტაცია ან სხვა ნებისმიერი ფაილი.თანდათან ვავსებთ პროექტის გეგმას. განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ვცდილობთ, შევქმნათ შეფასების რუბრიკები ჩვენი პროექტისათვის

რეფლექსია მეხუთე დღე

  მეხუთე დღე ჩვეულებისამებრ საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, შეფასების სქემები და ჩეკლისტები.შევიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი პროექტისათვის.შევაჯამეთ მეორე მოდული. თანდათან ვავსებთ პროექტის გეგმას. ტრენინგი საკმაოდ საინტერესოს და , ვფიქრობ, დაგვეხმარება მომავალი მუშაობისათვის.

რეფლექსია მეოთხე დღე

 საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ გადავედით სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე. სასწავლო პროექტის დაგეგმვაში სწორედ ეს ეტაპია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ამ ეტაპზე ხდება მოსწავლეთა მიერ შესასწავლი საკვანძო საკითხების გამოვლენა, გავიაზრეთ, რომ სასწავლო მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული და პირდაპირ და უკუკავშირში  ესგ–ის სტანდარტებთან, და არა ბუნდოვანი და დავალებაზე ორიენტირებული. გავარჩიეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა